GeoLab-ში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინტერაქციული ვორქშოფი გაიმართა
სამშაბათი, 09 ივნისი, 2026
GeoLab-ის ორგანიზებით ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების თემაზე მაღალტექნოლოგიური და ინტერაქციული ვორქშოფი გაიმართა, რომელსაც Adrian St. Vaughan, PsyGenix Labs-ის მთავარი მკვლევარი და JPMorgan Chase-ის ყოფილი უფროსი აუდიტი უძღვებოდა.
ვორქშოფის მონაწილეები უნიკალურ პრაქტიკულ ექსპერიმენტში ჩაერთნენ და „კორუმპირებული აგენტების“ როლი მოირგეს. სმარტფონების გამოყენებით მათ ორეტაპიანი გამოწვევის გავლა მოუწიათ, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის სისტემების მდგრადობისა და უსაფრთხოების შეფასება იყო.
პირველ ეტაპზე მონაწილეებს მანიპულაციური პრომპტების გამოყენებით უნდა დაერწმუნებინათ ეკრანზე წარმოდგენილი AI მოსამართლე, რომ მათი ფინანსური დანაშაული გაემართლებინა. მეორე ეტაპზე კი სპეციალური პროგრამა ამოწმებდა მონაწილეთა მიერ შეთხზული არგუმენტების სანდოობასა და ლოგიკურ მდგრადობას, რათა დაედგინა, გაუძლებდა თუ არა ისინი მკაცრ და მათემატიკურ აუდიტს.
შეხვედრის ფარგლებში ადრიან სენტ ვონმა პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით აჩვენა, თუ რატომ შეიძლება იყოს „ხელოვნური ინტელექტი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ“ (LLM-on-LLM) კონტროლის მოდელი სტრუქტურულად მოწყვლადი და რატომ არის აუცილებელი AI სისტემების შედეგების კრიტიკული შეფასება.
ვორქშოფის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ PsyGenix Labs-ის ოფიციალური სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებს მათ მიერ პრაქტიკაში გამოყენებულ AI Red Team და Blue Team უნარებს.
ღონისძიებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა რეალურ დროში გაცნობოდნენ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს და პრაქტიკულად გამოეცადათ AI სისტემების ტესტირების მეთოდები.